გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პატრიარქი არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც ამა თუ იმ რელიგიას სცდება
მინდა, ამ ტრიბუნით ვისარგებლო და უდიდესი მოწიწებით დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს, იმისათვის, რაც მან ჩვენი ქვეყნისათვის გააკეთა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, სასიამოვნო დამთხვევაა, რომ აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავს და ამასთან, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს.
“პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე 25 თებერვალს შესრულდება. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია. მნიშვნელოვანია ჩვენი პატრიარქის 85 წლის იუბილე, ეს არის ადამიანი, რომლის მასშტაბიც ამა თუ იმ რელიგიას სცილდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა.