გიორგი კვირიკაშვილი - ნინო ხურციძის სახით, ქვეყანამ დაკარგა ტიტულოვანი მოჭადრაკე, მრავალი ოლიმპიადისა და ტურნირის გამარჯვებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოჭადრაკე ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხურციძის სახით, ქვეყანამ მრავალი ოლიმპიადისა და ტურნირის გამარჯვებული მოჭადრაკე დაკარგა.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მოჭადრაკის ნინო ხურციძის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა ტიტულოვანი მოჭადრაკე, საქართველოს 6-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის, მრავალი ოლიმპიადისა და ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი.
ვუსამძიმრებ ნინო ხურციძის ოჯახსა და ახლობლებს, ქართული ჭადრაკის გულშემატკივრებს“,- აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.