გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.
პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მივიდა, სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილია 11 ადამიანი.
ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.