გიორგი კვირიკაშვილი - ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში
გიორგი კვირიკაშვილი - ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცნობილი ქართველი კინომსახიობის, ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მსახიობის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ქართული კინოს ისტორიაში.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის, ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლეილა აბაშიძემ თავისი შემოქმედებით უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი კინოს ისტორიაში. მისმა შექმნილმა კინოგმირებმა, რომლებიც ძალიან ახლობელი, დაუვიწყარი და გამორჩეულად ძვირფასია მაყურებლისთვის, იგი ნამდვილ კინოვარსკვლავად აქცია. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებსა და მაყურებელს დიდი მსახიობის გარდაცვალებას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის ტექსტში.

ცნობილი ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა 88 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იყო მოთავსებული.