გიორგი კვირიკაშვილი გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.
გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა.