გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ღირსეულად უნდა აღინიშნოს.
“2018 წელი მოგეხსენებათ არის საიუბილეო წელი, ჩვენი პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი იუბილე და საზეიმო თარიღი, ამიტომ ერთად, ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ ეს იუბილე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ამ იუბილეს ექნება მნიშვნელოვანი როლი და 2018 წელი იქნება წარმატებული წელი ყველასთვის”,- აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.