საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და მთავრობის სამოქმედო გეგმას შეეხება.
ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდა, სადაც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ტერიტორია დატოვა.