გიორგი კვირიკაშვილი - 2018 წელი ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა გაიგოს ჩვენი მდიდარი ტრადიციების შესახებ
წელს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ეს წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„წელს ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ვზეიმობთ, უმნიშვნელოვანეს თარიღს. მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება საზეიმო ღონისძიებები და კულმინაცია იქნება 26 მაისს, როცა ჩვენთან ჩამოვლენ სხვადასხვა მეგობარი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები და ვფიქრობთ, რომ 2018 წელი ძალიან ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.