გიორგი ხოჯევანიშვილი - მხარს არ დავუჭერთ ამნისტიის კანონპროექტის შეუჯერებელ ვერსიას, ვითხოვთ, ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს
ვითხოვთ, რომ ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებები არ პასუხობს.
„შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებები არ პასუხობს, რომელიც ითვალისწინებდა ყველა პოლიტიკური მხარის მხრიდან შეჯერებულ ვერსიას და მის მხარდაჭერას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. რამდენიმე დოკუმენტს ვხედავთ, რასაც გვთავაზობენ. მხარს არ დავუჭერთ შეუჯერებელ ვერსიას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამნისტია პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.