„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება.
„მოლაპარაკების პროცესი, რა თქმა უნდა გაგრძელდება და როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, აი, აქ წარმოჩინდება მთელი სისავსით სიყალბე ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული ფარსისა. რა თქმა უნდა, პროცესი გაგრძელდება და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ გაასკეცდება“, – აღნიშნა კანდელაკმა.
რაც შეეხება მანდატებზე უარის თქმას, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ხვალ მოხდება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მანდატებზე უარის თქმა.
„ოპოზიციის განსხვავებული, მაგრამ ამ საკითხში ერთი პოზიციის მქონე პარტიების გეგმა არის საჯაროდ ცნობილი, რომ გაფორმდეს სამართლებრივად ამ პარლამენტის სიყალბე და „ქართული ოცნება“ მოექცეს სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში“, – განაცხადა კანდელაკმა.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველის სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება.