გიორგი კახიანი - არასერიოზულია საუბარი, რომ ირაკლი კობახიძე საკითხის განხილვას მაინცდამაინც ახლა ესწრებოდეს, როდესაც პარალელურად მნიშვნელოვან შეხვედრა მიმდინარეობს 
გიორგი კახიანი - არასერიოზულია საუბარი, რომ ირაკლი კობახიძე საკითხის განხილვას მაინცდამაინც ახლა ესწრებოდეს, როდესაც პარალელურად მნიშვნელოვან შეხვედრა მიმდინარეობს 

ცოტა არასერიოზულია საუბარი, რომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც ფაქტობრივად დასრულებულია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ, როდესაც პარალელურად ასეთი მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება, – ამის შესახებ შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის განხილვის პროცესს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა და ამ საკითხზე დახლოებით 15 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა.

„მინდა, გთხოვოთ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენ, ფაქტობრივად ამ პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ, დარჩა მხოლოდ უმცირესობის და უმრავლესობის გამოსვლა, ამის შემდეგ იქნება დასკვნითი სიტყვა და კენჭისყრა. მთელ ამ პროცესში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე, მას დაახლოებით 15 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა და თავისი მოსაზრებები და პოზიციები დააფიქსირა. ახლა არის ობიექტური გარემოება, რამდენადაც ვიცი ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან იმ შეხვედრას, სადაც ახლა პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება. ბოდიში, მაგრამ ახლა ცოტა არასერიოზულია საუბარი, რომ მაინცდამაინც ახლა, როდესაც ფაქტობრივად დასრულებულია ეს პროცესი ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ როდესაც პარალელურად ასეთი მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დეპუტატების ნაწილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისვლას მოითხოვეს. როგორც დეპუტატები აცხადებდნენ, მოსამართლეების საკითხის განხილვას ირაკლი კობახიძეც უნდა დაესწროს. შესვენების შემდეგ ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ არასამთავრობოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დატოვოს და პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას გაუძღვეს.