გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებულ განცხადებაზე მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დღეს გამოიკითხება
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დღეს გამოიკითხება.
ამის შესახებ პირველ არხს ინფორმაცია პროკურატურაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში, პროკურატურის შუამდგომლობით შედგება და ხაზარაძის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მაშინ მუქარის წერილთან დაკავშირებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.