მამუკა ხაზარაძე - არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მივიღე, სადაც საუბარი იყო ჩვენი რეპუტაციის დანგრევაზე
მამუკა ხაზარაძე - არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მუქარის წერილი მივიღე, სადაც საუბარი იყო ჩვენი რეპუტაციის დანგრევაზე

თანამდებობის დატოვება ჩემი გადაწყვეტილება იყო. გადავდექი, რადგან ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც საუბარი იყო მათი რეპუტაციის დანგრევაზე.

„თანამდებობის დატოვება იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც დავწერე თვითმფრინავში. კამბოჯაში მივემგზავრებოდი იაპონელებთან შეხვედრაზე. გადავდექი, რადგან ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო.

არ მინდა ის კომენტარები წაგიკითხოთ, რომლებიც ჩვენი ინვესტორებისგან მოდის. ეს არის კატასტროფა.

არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.