საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ადასტურებს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და პარტნიორებს. საქართველო ადასტურებს მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას მიმდინარე აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაში.