გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი გვაქვს, რომლის ნახვაც დღეიდან ყველას შეუძლია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი გვაქვს, რომლის ნახვაც დღეიდან ყველას შეუძლია.
იმოგზაურე საქართველოსთვის!“, – აცხადებს პრემიერი.
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს დღეიდან მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.