გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი გვაქვს, რომლის ნახვაც დღეიდან ყველას შეუძლია
გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი გვაქვს, რომლის ნახვაც დღეიდან ყველას შეუძლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკი გვაქვს, რომლის ნახვაც დღეიდან ყველას შეუძლია.

იმოგზაურე საქართველოსთვის!“, – აცხადებს პრემიერი.

შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს დღეიდან მასპინძლობს. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.