გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვა, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა რამდენიმე საათით გადადებულიყო, რასაც სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა
გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვა, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა რამდენიმე საათით გადადებულიყო, რასაც სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვა, პრეზიდენტის სასახლეში მისი და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა რამდენიმე საათით გადადებულიყო, რასაც სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც გახარია წერს, შეხვედრა ექვს საათამდე გადაიდო.

„ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება.

პრეზიდენტი დამეთანხა, შეხვედრა გადაიდო ექვს საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად არის, ნებისმიერ მომენტში შეხვდეს გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდნენ პრეზიდენტს.