საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.
ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს. პრემიერთან ერთად, ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ეწვევა.
შეხვედრის შემდეგ, მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.