გიორგი გახარია 29 სექტემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

16:17, 24.09.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება.

ინფორმაციას  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს. პრემიერთან ერთად, ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ეწვევა.

შეხვედრის შემდეგ, მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

მსგავსი