გიორგი ჭირაქაძე - აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს
გიორგი ჭირაქაძე - აბრეშუმის გზის ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს

დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

„დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა იგივე ფორუმმა ძალიან დიდი შედეგი შემოიტანა ინვესტიციებთან დაკავშირებით. მე, პირადად ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ცენტრი ინვესტიციების მოზიდვის. ჩვენ ვხედავთ, რამდენი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორი, ბიზნესმენი დაინტერესებულია დღევანდელი ფორუმით. ძალიან ბევრი შეხვედრა აქვთ ქართველ ბიზნესმენებს თავიანთ კოლეგებთან და ყველას წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული. მთავარია ეს ყველაფერი აისახოს ეკონომიკურ ზრდაში მომავალი წლების განმავლობაში, მეტ სამუშაო ადგილზე და იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმის რეალური შედეგი გვექნება ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ორ დღეს გასტანს.