გიორგი ცეცაძე - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა
საქართველოსა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ცეცაძემ უელსთან ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ცეცაძე თამაშს დადებითად აფასებს.
„მთლიანობაში, ამ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. პირველ ტაიმში ისეთი დალაგებული ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, როგორც მეორე ნახევარში. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. დღეს კი გუნდმა ხასიათი და ბრძოლის უნარი გამოავლინა”, – ამბობს ცეცაძე.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მეტოქეზეც ისაუბრა.
„ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფეხბურთის ფედერაციამ კარგი მეტოქე შეგვირჩია. შეიძლებოდა, რომ უფრო სუსტი სპარინგ-პარტნიორი შეგვერჩია, მაგრამ ნაკრების გასაზრდელად ჩვენი დონის და უფრო ძლიერ მეტოქესთან თამაში სჯობია. იმიტომ, რომ ასე ბევრი რამ ჩანს”,- აღნიშნა გიორგი ცეცაძემ.