საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უელსთან 2:2 ითამაშა
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უელსთან 2:2 ითამაშა

საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა უელსთან ამხანაგური შეხვედრა 2:2 დაასრულა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გია ცეცაძის გუნდი ბექა მიქელთაძის ლამაზი გოლით მე-12 წუთზე დაწინაურდა.

ამის შემდეგ უელსი გააქტიურდა და შესვენებამდე წინ გავიდა.31-ე წუთზე პენალტით წონასწორობა “ბრიტოლის” ფეხბურთელმა ჯოზეფ მორელმა აღადგინა 1:1. ხოლო 35-ე წუთზე სტუმრები “კარდიფის” თავდამსხმელმა მარკ ჰარისმა გაიყვანა 1:2.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უელსზე ზეწოლა გაზარდა, თუმცა, ანგარიში მატჩის მიწურულს გაათანაბრა: 86-ე წუთზე, “სუონსის” მცველმა სიან ჰარისმა საჯარიმოში ირაკლი ბუღრიძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, უელსელი ფეხბურთელი კი მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. პენალტი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ფეხბურთელმა, მიქელთაძემ გამოიყენა, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

საქართველო: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, გიორგაძე, კობოური, ჩაბრაძე, ლაკვეხელიანი, ცეცხლაძე, მაჭარაშვილი, კოხრეიძე, მიქელთაძე, არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, შულაია, ბუღრიძე, გოშთელიანი, ძებნიაური.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 6 ივნისს ჩაატარებენ. შეხვედრა ისევ „მიხეილ მესხზე“, 20:00 საათზე დაიწყება.