59 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა, კაძუიოში მიურამ მორიგი რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

19:58, 07.11.2026

იაპონური ფეხბურთის ლეგენდამ, კაძუიოში მიურამ 59 წლის ასაკში კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაამყარა და იაპონიის მესამე დივიზიონის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.

მიურა მოედანზე „ფუკუშიმა იუნაიტედისა“ და „რიუკიუს“ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. ლეგენდარული თავდამსხმელი მატჩის მეორე ტაიმის დამატებულ დროში, 59 წლის, 8 თვისა და 12 დღის ასაკში ჩაერთო თამაშში და იაპონიის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ასაკობრივი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ მიურამ იაპონიის ჩემპიონატის ოფიციალურ მატჩში 2021 წლის შემდეგ პირველად ითამაშა. მაშინ ის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ „იოკოჰამას“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში იაპონელმა ფეხბურთელმა სპეციალურ ტურნირზე ექვსი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს მატჩები ჩემპიონატის ოფიციალურ სტატისტიკაში არ შედის.

მიურა პროფესიონალური კარიერის 42-ე სეზონს ატარებს. 59 წლის თავდამსხმელი ფეხბურთს, უკვე ხუთი ათწლეულია, თამაშობს. მიმდინარე წლის ივლისში მან იმპერატორის თასის გათამაშებაში გოლის გატანაც მოახერხა და თითქმის ოთხწლიანი უგოლო პერიოდი დაასრულა.

კაძუიოში მიურა, რომელიც 2027 წლის თებერვალში 60 წლის გახდება, პროფესიონალურ ფეხბურთში ასპარეზობას კვლავ აგრძელებს.

მსგავსი