ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ლიბანი მეორე მატჩშიც დაამარცხა #1TVSPORT

18:04, 07.11.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის ეროვნულ გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩში გამართა და კვლავ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა – 2:1.

საქართველოსა და ლიბანის ნაკრებებს შორის 5 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 1:0 მოიგო. თელავის სპორტის სასახლეში ჩატარებული ეს შეხვედრაც დაძაბული გამოდგა.

საქართველოს ნაკრები მე-17 წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ დააწინაურა, 28-ეზე კი უპირატესობა ჯანიკო გიორგაიამ გაზარდა. სტუმრებმა იბრძოლეს და 36-ე წუთზე ალი აქუმის დარტყმით სხვაობა შეამცირეს, თუმცა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.

უახლოეს ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართავს – 24 თებერვალს კოსოვოსთან სტუმრად, ხოლო 2 მარტს იტალიასთან თბილისში.

მსგავსი