ეროვნული ლიგა | „სპაერმა“ ბათუმის „დინამოს“ წაუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „სპაერმა“ 32-ე ტურში სენსაცია მოახდინა – გათამაშების ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
თამაში სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მე-12 წუთზე უერდი მარას გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, ანზორ კიღურაძოს გაწვრთნილებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და თამაში შემოატრიალეს.
49-ე წუთზე გიგა სამხარაძემ ბათუმელთა კარში დანიშნული პენალტი გაიტანა. სამ წუთში კი მასპინძლები გოჩა ცირდავამ დააწინაურა, ხოლო 69-ე წუთზე თორნიკე ასკურავამ კარიდან გამოსულ მეკარეს მოედნის ცენტრიდან დაურტყა შესანიშნავი გოლი გაიტანა.
„სპაერმა“ 25 მაისის შემდეგ პირველად გაიმარჯვა, 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 32 ტურის შემდეგ 31 ქულა დააგროვა და პლეიაუტის საგზური, ფაქტობრივად, გაინაღდა.
ბათუმის „დინამომ“ პირველობა შეინარჩუნა, მაგრამ 23 ივნისის შემდეგ პირველად დამარცხდა და 13-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
ტყიბულის „მეშახტე“ საშინაო მატჩში ქუთაისის „ტორპედოსთან“ დამარცხდა – 2:3. მასპინძლები მათე კვირკვიასა (43) და გიორგი პაპუაშვილის (51) გოლებით 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ ქუთაისელებმა დავით ბუკიას (69), დინო სკორუპისა (73) და ფელიპე პირესის (90+4) ზუსტი დარტყმებით გამარჯვების მოპოვება შეძლეს.