ლეგიონერები | გიორგი გოჩოლეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT

23:30, 07.11.2026

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი გოჩოლეიშვილისა და იური ტაბატაძის „კადისი“ საშინაო სარბიელზე „რეალ ოვიედოსთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი, რომელიც 6 სექტემბერს დაშავდა, გამოჯანმრთელდა და მოედანზე ​72-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ლა ლიგის მე-12 ტურში გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ გასვლით მატჩში „მალაგას“ 2:1 მოუგო. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათი მიიღო.

იტალიის სერია A-ში წარმატებული სერია შეწყვიტა გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“, რომელიც „კალიარის“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილმა“ შინ ბილეფელდის „არმინიასთან“ 1:2 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა 46-ე წუთიდან ითამაშა.

მსგავსი