ხოჭოლავა „შახტარი“-„ლვოვის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია
ხოჭოლავა „შახტარი“-„ლვოვის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია

ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის ცნობილი გვერდის, InStat–ის მონაცემების თანახმად, ხოჭოლავა დონეცკის „შახტარისა“ „ლვოვის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დონეცკის „შახტარის“ და საქართველოს ნაკრების მცველი დათა ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში „ლვოვთან“ (5:1) საუკეთესო მოთამაშე გახდა – მონაცემები ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის ცნობილი გვერდის, InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა InStat-ისგან ჯამში 345 ქულა მიიღო, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მეორეა დონბასელთა ნახევარმცველი ვიკტორ კოვალენკო (314) გავიდა, ხოლო მესამეზე „შახტარის“ მესამე ნახევარმცველი მანორ სოლომონი (301).

აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავა საუკეთესოდ დაასახელეს იმ გუნდთან, რომელსაც მისი ბავშვობის მწვრთნელი, გიორგი ცეცაძე ავარჯიშებს. 27 წლის ქართველმა დაცვაში საიმედო თამაშის გარდა, თავდამსხმელი ვიკტორ კოვალენკო მეკარესთან პირისპირ საკუთარ საჯარიმოდან გაკეთებული საგოლე გადაცემით დატოვა.

„შახტარი“ და დათა ხოჭოლავა შემდეგ შეხვედრას 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის პირველ ტურში მადრიდის „რეალის“  წინააღმდეგ გამართავს.