გიორგი ცეცაძე „მერანთან“ წაგების შემდეგ - 0:2 ისეთი ანგარიშია, რომლის გაბათილებაც შეიძლება #1TVSPORT
გიორგი ცეცაძე „მერანთან“ წაგების შემდეგ - 0:2 ისეთი ანგარიშია, რომლის გაბათილებაც შეიძლება #1TVSPORT

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ ქუთაისის „ტორპედო“ „მერანთან“ პლეი ოფის პირველ შეხვედრაში 2:0 დამარცხდა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

მატჩის და გუნდის ლიგაში დარჩენის შანსების შესახებ კომენტარი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცეცაძემ გააკეთა:

„ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო. კარგია, რომ გამარჯვებულის ბედი მეორე თამაშში გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ იმ შედეგის დაფიქისრებას, რაც ჩვენ გვჭირდება. 0:2 ისეთი ანგარიშია, რომლის გაბათილებაც შეიძლება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“.

მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი ცოტნე მონიავა:

„უძლიერესი მეტოქე გვყავდა, მაგრამ კარგად ვიცოდით, რისთვის ვიბრძოდით. დღეს ფეხბურთელები ძალიან კარგად გაისარჯნენ. მათ მადლობა უნდა ვუთხრა. ასევე მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც ასე მხურვალედ გვიჭრდნენ მხარს. ეს რაიონი და გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილს იმსახურებს“.

პლეი ოფის განმეორებითი მატჩი 12 დეკემბერს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება და ქუთაისის „ტორპედოს“ სერიოზული ბრძოლა დასჭირდება საიმისოდ, რომ მარტვილის „მერანის“ ორბურთიანი უპირატესობა რომ გააბათილოს.