„ტორპედოსთან“ გამარჯვებით „მერანი“ ეროვნულ ლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT
„ტორპედოსთან“ გამარჯვებით „მერანი“ ეროვნულ ლიგას მიუახლოვდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის მატჩები გაიმართა – მარტვილის „მურთაზ ხურცილავა – არენაზე“ „მერანმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ანგარიში მე-13 წუთზე „მერანმა“ გახსნა: კიჭი მელიავას გადაცემის შემდეგ შეიკნე სილა ორ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 1:0.

ქუთაისელებმა ორი კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ „მერანი“ მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გადაარჩინა. მასპინძლებმა კი „ტორპედოს“ მეორეც გაუტანეს: 34-ე წუთზე შეიკნე სილა მეკარე ლევან შოვნაძემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია, კიჭი მელიავას შესრულებული პენალტი მასპინძელთა მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ „მერანის“ კაპიტანმა დამატებაზე სხვაობა მაინც გაზარდა – 2:0.

განმეორებითი შეხვედრა 12 დეკემბერს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.