გიორგი ცეცაძე - მჯერა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება
გიორგი ცეცაძე - მჯერა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა ნაკრებემა ერთა ლიგის მატჩებზე ერთმანეთთან ძალები არ გამოავლინეს.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისის „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს ევრო2020-ის საგზურის მფლობელს გამოავლენს. მანამდე გუნდები ორჯერ შეხვდნენ – 8 სექტემბერს თბილისში, 14 ოქტომბერს კი სკოპეში და ორივე მატჩი 1:1 დასრულდა.

„ეს ისეთი მნიშვნელობის მატჩი იყო და მეეჭვება, რომელიმე ნაკრებს თამაშის „დამალვა“ ეცადა. გუნდები ბოლომდე დაიხარჯნენ, რადგან 12 ნოემბრის პლეი ოფის ფინალამდე ამ შეხვედრის შედეგს ფსიქოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ცეცაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრემიერლიგის „ლვოვში“ მუშაობს, „ჯვაროსნების“ წარმატებაში დარწმუნებულია.

„საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს აჯობა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. ჩვენი მომავალი მეტოქე ბელარუსზე ერთი თავით მაღლა დგას და ურთულესი თამაში გველის, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოპიეში მატჩი ჩვენმა გუნდმა მოიგო, რადგან გაუგებარია, მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი რა მიზეზით დანიშნა. ევროპის ჩემპიონატთან სულ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 12 ნოემბრის შეხვედრას იმედით ველი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად გავალთ“, – აცხადებს გიორგი ცეცაძე.

დატოვე კომენტარი