ეროვნული ლიგა | ჩემპიონმა „იბერიამ“ აუტსაიდერ „სპაერთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრა „სპაერთან“ გამართა და დაძაბულ შეხვედრაში ფრედ ითამაშა – 2:2.
„მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართულ დაპირისპირებაში აუტსაიდერთა ჯგუფში მყოფი „სპაერი“ ღირსეულად გამოიყურებოდა და მოქმედ ჩემპიონთან 32-ე წუთზე გოჩა ცირდავას გოლით დაწინაურდა. მაგრამ ამირან ძაგანიამ მალე (37) წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა – „იბერია“ უტევდა, მაგრამ 70-ე წუთზე ცირდავამ დუბლი შეასრულა და „სპაერი“ კვლავ წინ გაიყვანა. 82-ე წუთზე გიორგი კუციას შესრულებული ჯარიმის შემდეგ საბა მაისურაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
„იბერიამ“ ამ თამაშის შემდეგ 60 ქულა დააგროვა და გადაასწრო ლიდერ ბათუმის „დინამოს“ (59 ქულა), რომელსაც ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებია.