გიორგი ცეცაძემ „ლვოვი“ დატოვა - დგება მომენტი, როდესაც გესმის, რომ წასვლა სჯობს
გიორგი ცეცაძემ „ლვოვი“ დატოვა - დგება მომენტი, როდესაც გესმის, რომ წასვლა სჯობს

გიორგი ცეცაძე უკრაინული კლუბის, „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში, მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე დნეპროპეტროვსკის „დნიპრო-1“-თან 1:3 წააგო და 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება მიიღო.

„ლვოვის“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ მიიღო – გიორგი ცეცაძეს ამ ნაბიჯისკენ „დნიპრო-1“-თან დამარცხებამ უბიძგა.

„ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ, საერთოდ არაფერი გამოგვდიოდა. ალბათ, ეს ყველამ შესანიშნავად დაინახა. ბოდიში მინდა მოვუხადო გულშემატკივრებსა და „ლვოვის“ ხელმძღვანელობას ასეთი თამაშისთვის, ასეთი შედეგებისთვის. მე გადავდექი და დღეიდან „ლვოვში“ აღარ ვიქნები. ნებისმიერი ადამიანისთვის დგება მომენტი, როდესაც ესმის, რომ წასვლა სჯობს. მადლობას ვუხდი ყველას თანამშრომლობისთვის“, – თქვა გიორგი ცეცაძემ და პრესკონფერენციების დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის ქართველი სპეციალისტი „ლვოვს“ 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლვოვმა“ 7 შეხვედრა ჩაატარა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. გუნდმა ამ 7 შეხვედრაში მხოლოდ ქულა დააგროვა, 1 მატჩი ფრედ ითამაშა, 6 წააგო.