„ლვოვის“ ნახევარმცველი - ცეცაძე გუნდს სხვაგვარად ათამაშებს
„ლვოვის“ ნახევარმცველი - ცეცაძე გუნდს სხვაგვარად ათამაშებს

„ლვოვის“ ნახევარმცველმა, იაროსლავ ბოგუნოვმა იმ ცვლილებებზე ილაპარაკა, რომელიც თანამდებობაზე ქართველი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ცეცაძემ მოსვლის შემდეგ განხორციელდა. .

უკვე მეორე კვირაა, რაც უკრაინის პრემეირლიგის „ლვოვს“ ქართველი სპეციალისტი გიორგი ცეცაძე ხელმძღვანელობს. გამოცემა „ტრიბუნა“ დაინტერესდა, რა შეცვალა ცეცაძემ.

„თითოეულ მწვრთნელს აქვს საკუთარი ხედვა. გიორგიმ (თავად გვითხრა, რომ სახელით მივმართოთ) მოსვლისთანავე თქვა, რომ იგი გუნდს სხვა პრინციპებზე ააშენებდა: ჩვენ კონტრშეტევებით ვთამაშობდით და ახლა მიზნის მიღწევას ბურთის გაკონტროლებითა და პოზიციური შეტევების წამოწყებით ვცდილობთ“, – ამბობს „ლვოვის“ ნახევარმცველი.

იაროსლავ ბოგუნოვის თქმით, ქართველმა მწვრთნელმა მოთამაშეების ნაწილს პოზიციები შეუცვალა: „როდესაც გიორგი დაინიშნა, ის თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად ელაპარაკა და დაინტერესდა, სად სურდა თამაში. პირადად მე მკითხა, შემეძლო თუ არა მოედნის ცენტრში თამაში. ვუპასუხე, რომ ეს ნაცნობი როლია. შედეგად, ბოლო შეხვედრა არა ჩემთვის უფრო ჩვეულ მარჯვენა ფლანგზე, არამედ ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშე“.