გიორგი ბეგაძე - მნიშვნელოვანია, მომავალში ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნება
ეკონომიკური ზრდის დინამიკა გახლავთ ჩვენი ხელისუფლების, მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკისა და გამართული მუშაობის შედეგი. მომავალში მნიშვნელოვანია, ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნება, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც გაიმართა რამდენიმე დღის წინ თბილსიში, ასევე ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, დამატებით ხელს შეუწყობს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
“2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი. რაც შეეხება 2017 წლის 10 თვეს 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია. ზრდის ეს დინამიკა გახლავთ ჩვენი ხელისუფლების, მთავრობის და ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკისა და გამართული მუშაობის შედეგი. მომავალში მნიშვნელოვანია, ზრდის ამ დინამიკის შენარჩუნება. აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც გაიმართა რამდენიმე დღის წინ თბილსიში, ასევე ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, დამატებით ხელს შეუწყობს უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ჩვენს ქვეყანაში მომავალ წელს, ჩვენი და ასევე ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები”,- აღნიშნა ბეგაძემ.