გიორგი არველაძე - მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეოთხედი ქვეყნის მოღალატეა
მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი მეოთხედი ქვეყნის მოღალატეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ. მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.
ჯამში, ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა და ამაზე არავინ ლაპარაკობს“, – წერს გიორგი არველაძე.