გიორგი არველაძე – მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი „ქოცური“ რეკორდია

08:02, 18.11.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი არველაძე​ საქართველო-მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ვაა… მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია…“ , – წერს არველაძე.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოსთან დამარცხდა.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე, მუნდიალის მონაწილე მაროკოს ნაკრებთან საქართველოს ნაკრები 0:3 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მსგავსი