გიორგი არველაძე - მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი „ქოცური“ რეკორდია
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი არველაძე საქართველო-მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ვაა… მეტოქის ნახევრიდან გაშვებული გოლი ახალი ქოცური რეკორდია…“ , – წერს არველაძე.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოსთან დამარცხდა.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯას სტადიონზე, მუნდიალის მონაწილე მაროკოს ნაკრებთან საქართველოს ნაკრები 0:3 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.