მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება. ამის პირველ არხს გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერი, გიორგი ალიბეგაშვილი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა და ალიბეგაშვილმა თბილისის საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
ალიბეგაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დეპუტატები სწორედ სამშაბათის სხდომაზე მიიღებენ.
ახალი, მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს.
ახალ საკრებულოს გიორგი ტყემალაძე უხელმძღვანელებს.