გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ეროვნული მუზეუმის სოციალური დისტანცირებით მოწყობილ შიდა ეზოში გახსნის ახალ სეზონს
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ახალ სეზონს 10 სექტემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოციალური დისტანცირებით მოწყობილ შიდა ეზოში გახსნის.
დასის მეხუთე, 2020-2021 წლის სეზონის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია – საბალეტო მინიატურები.
საბალეტო მინიატურები წარმოდგენილი იქნება ბახის, კორელის, მერსეს, შოსტაკოვიჩის მუსიკაზე. ასევე გაიმართება გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.