გიგი უგულავა - როდესაც ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება, პოლიტიკოსებმა უნდა მიმართონ ძალაუფლების წყაროს, ხალხს, ხალხთან მიმართვის ერთადერთი ფორმა არის არჩევნები
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და მათ რაციონალურ წინადადებაზე.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება მსგავსი წინადადება, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ეს შესაძლოა, იანვარშიც მოხდეს.
„როგორც ჩანს, მათ ჯერჯერობით არ აქვთ რაციონალური წინადადება, შესაბამისად, შეხვედრა შეხვედრისთვის, ბუნებრივია, არ გაიმართება. იქნება წინადადება, ეს შეიძლება, იანვარში გაგრძელდეს, არ იქნება წინადადება – ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და მაინც რიგგარეშე არჩევნებამდე მივა ქვეყანა. როდესაც ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება, პოლიტიკოსებმა უნდა მიმართონ ძალაუფლების წყაროს, ხალხს, და ხალხთან მიმართვის ერთადერთი ფორმა არის არჩევნები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.