ნიკა მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ, ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ გიორგი ონიანის განაჩენთან დაკავშირებით ნიკა მელიას კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, გოგა ონიანის დაპატიმრება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ყოვლად უტვინო გადაწყვეტილება
„გოგას “კმარას” დროიდან ვიცნობ და ვიცი, გაუძლებს. სოლიდარობა მას და მის ოჯახს. მელიას პრუტუნი არის დაბოღმილი ბრიყვის ღაღადი და ყველას მინდა გთხოვოთ ასეთ დროს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ რამე აწყობს ასეთ ვითარებაში ივანიშვილის რეჟიმს, სწორედ ესაა – პოლიტიკური დევნა შიდაოპოზიციურ “რაზბორკაში” გადაიტანოს. ამიტომ არ აყვეთ! პ.ს. ეს სუბიექტი ჯგუშიას მაგონებს. იყო ასეთი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში. იმდენი ქნა, ბოლოს თავისიან-სხვისიანად მას უბრახუნებდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გიორგი ონიანი რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ყოფილიყო, დღეს მას არ დააკავებდნენ.