გიგი უგულავა - მტკიცე ბოიკოტის შემთხვევაში, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან და ხელისუფლება მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის შედეგია.
„ეს არის მტკიცე, ურყევი ბოიკოტის შედეგი. იმ მუქარების შემდეგ, რაც ჩვენ კობახიძის პირით ვისმინეთ, ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა, კობალაძე და ხუსკივაძის გათავისუფლება, მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითხოვდით არა გირაოს, არამედ საქმეების შეწყვეტას, რადგან თვითონ ეს საქმე არის სიყალბე.
თუ იქნება მტკიცე ბოიკოტი, პოლიტპატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან და ხელისუფლება აუცილებლად მოვა მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩვენ ეს ერთი წლის წინ ვნახეთ. მხოლოდ სიმტკიცე და ოპოზიციის მტკიცე ნება განაპირობებს მათ მოქმედებებს და არა რაღაცა ვირტუალური დიდსულოვნება, როგორც ეს ვიღაცებს უნდათ, რომ წარმოადგინონ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.