გიგი უგულავა - ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული და არა ფრაქციების ოდენობასა და შიდა საქმიანობაზე
გიგი უგულავა - ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული და არა ფრაქციების ოდენობასა და შიდა საქმიანობაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართლებრივ უვიცობას უწოდებს სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძის ინიციატივას „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების შესახებ.

როგორც უგულავამ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა ანტიკონსტიტუაციურია.

აქვე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ქართული ოცნების“ წევრ თეა წულუკიანის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

„ბოდვა არის და ანტიკონსტიტუაციურია პირდაპირ. წულუკიანის ინიციატივაც უკანონოა. ამიტომაც ჩანს, რომ ყველა ინდიკატორია ყველანაირ ძალადობაზე – კობახიძის სუს-ში მისვლა, ეს გოდრით გამოტანილი მინდია უგრეხელიძის ბოდვა, პირდაპირ ვთქვათ, სამართლებრივი უვიცობა. ამ კაცს ვინ დააბრალა იურისტობა, სამართლებრივი უვიცობაა. ეს ყველაზე კარგად თვითონ იცის, მაგრამ ის არის მლიქვნელი და ივანიშვილის მონა. ამიტომ გამოვიდა და ეს უთავმოყვარეო სისულელე თქვა.

დაფინანსებაზეც უკანონობა არის, რაც უნდათ ის უქნიათ. პირდაპირ გეუბნებით, კანონით უკანონობაა, რადგან უკუქმედების ძალა არ აქვს, იმიტომ, რომ თავისივე მიღებული კანონით, მიღებულ ხმებზე არის და არა ფრაქციების ოდენობასა და შიდა საქმიანობაზე, ამიტომ არის უკანონობა.

კობახიძე, ივანიშვილი, გახარია და კალაძე ვერავის დააშანტაჟებენ. რაც უნდათ ის უქნიათ, რაც უფრო მეტ სისულელეს იზამენ, მით უფრო დაინახავს საზოგადოება, რომ ესენი მარტო საკუთარი ძალაუფლებისთვის რას აკეთებენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.