თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ

ორჯერ ვუსმინე ბატონ მინდიას, რომ გამეგო კარგად რას გვთავაზობს. არ დაგიმალავთ, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რაღაცა სიახლის განცდა გამიჩინა ამ ინიციატივამ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი სამართალმცოდნის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლის, მინდია უგრეხელიძის განცხადებას.

ამასთან, როგორც წულუკინი ამბობს, პარტიებმა, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებენ, ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ უნდა მიიღონ.

„ორჯერ ვუსმინე ბატონ მინდიას, რომ გამეგო კარგად რას გვთავაზობს. ეს არის ადამიანი, ჯერ ჩვენ ბავშვები რომ ვიყავით, ყველა თაობის მთავრობის ნაკლს, ღირსებას და სხვა რაღაცებს ხედავდა მოსამართლის მანტიიდან, ანუ ნეიტრალური პოზიციიდან და არის ძალიან დიდი პროფესიონალი თავისი საქმის. არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რაღაცა სიახლის განცდა გამიჩინა ამ ინიციატივამ.

მაგალითად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, კიდევ ვთქვათ, ბოკერია, სხვებიც, ვიღაცები ერთი, ორი და მეტი ძალა უარს იტყოდნენ იმ მანდატებზე, რომელიც, ღმერთო ჩემო, ხალხმა მისცა მათ და ამ ხალხს ეტყოდნენ უარს, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ არა ჩვენზე (არავითარ შემთხვევაში, იქ ჩამკეტი მოქმედებს, ამას ჩვენ ვერ გადავინაწილებთ), არამედ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, თუ არ ეწყინებათ ვიტყვი, პატარა პარტიები-მეთქი ხმებს გადაინაწილებენ პროპორციულად და გაბევრდებიან, რადგან არ მგონია, ადგილები ასეთ შემთხვევაში ვაკანტური უნდა დარჩეს. მაგრამ, თუ ყველა ერთ პოზიციაზე დარჩება, ის კი ნამდვილად უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთმა პარტიებმა, რომლებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტს, ხალხის ჯიბიდან, ანუ ბიუჯეტიდან დაფინანსება აღარ მიიღოს, რადგან არ მესმის, გუშინ შექმნილმა პარტიამ, რომელმაც ერთი პროცენტი და რამდენიმე ხმა მიიღო, უარს ამბობს მანდატზე თუ ორ ცალ მანდატზე, რადგან ცოტა ჰგონია, უნდა მიიღოს ხალხის ჯობიდან ფული, ოფისში დაჯდეს და აიღოს ხელფასი არაფერში. მათ ეს ხელფასი ეკუთვნით იმისთვის, რომ იმუშაონ ხალხისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.