გიგი უგულავა - 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით
გიგი უგულავა - 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 11 წლის წინანდელ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

უგულავას თქმით, 7 ნოემბერი იყო შეცდომა და აღნიშნავს, რომ ვინც არჩევნების მოგებას ამ თემით აპირებს, მწარედ ცდება და პოლიტიკურად ბეცია.

„ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.
#ბოდიში
ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.
#სამწუხაროა
2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.
#წერტილი“, – წერს გიგი უგულავა.