საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე, chess.com – ზე გამართული ტურნირი Titled Tuesday Blitz, გიგა ყუფარაძის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
ქართველმა დიდოსტატმა გადამწყვეტ ტურში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით – 11 ტურად გაიმართა და 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პარტიები შემდეგი რეგლამენტით მიმდინარეობდა – 3 წუთი+2 წამი პირველივე სვლიდან.
ტურნირი ყოველ სამშაბათს იმართება და ვირტუალურ საჭადრაკო სივრცეში ყველაზე წარმომადგენლობითი ასპარეზობაა, მონაწილეობა კი მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
I ადგილი – გიგა ყუფარაძე – 10 ქულა.
II ადგილი -ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 9,5 ქულა.
III ადგილი -ჯეფრი ხიონგი (აშშ) – 9,5 ქულა.