ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ჩემპიონატის 1/2 ფინალური ეტაპის ორი მონაწილე გაირკვა
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს 78-ე ჩემპიონატის 1/2 ფინალური ეტაპის ორი მონაწილე გაირკვა

ლევან ფანცულაიამ პირველი ყაიმის შემდეგ, დაძაბულ ორთაბძოლაში ირაკლი ბერაძე დაამარცხა და მომდევნო წრეში არუთინიან-შანავას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლუკა პაიჭაძემ პირველი შეხვედრა მოიგო დავით მაღალაშვილთან და განმეორებით პარტიაში შავი ფიგურებით ყაიმი დააფიქსირა. შემდგომ ეტაპზე მისი მეტოქე ჯოჯუა-ყუფარაძეს შორის მოგებული იქნება. დავიდ არუთინიანმა და კონსტანტინე შანავამ ორივე პარტია ყაიმით, დიდი ბრძოლის გარეშე დაასრულეს და ხვალ უძლიერესის ვინაობას ტაი-ბრეიქზე გაარკვევენ. დავით ჯოჯუამ გიგა ყუფარაძესთან პირველი მარცხის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

დამატებითი ტაი-ბრეიქი ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება.