ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ანგარიში გათანაბრდა
ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ანგარიში გათანაბრდა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე პარტიაში ლევან ფანცულაიამ გიგა ყუფარაძე შავი ფიგურებით დაამარცხა და ანგარიში გათანაბრდა.

ასევე ანგარიში გათანაბრდა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სადაც ლუკა პაიჭაძე დავით არუთინიანის წინააღმდეგ თამაშობს.

ხვალ 12 საათზე ტაი-ბრექები დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.