გიგა ყუფარაძე სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულია
გიგა ყუფარაძე სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებულია

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა გრანპრის პირველი ეტაპის გათამაშებაზე ერთპიროვნული გამარჯვება გიგა ყუფარაძემ მოიპოვა.

ქუთაისელი დიდოსტატის აქტივში რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრეა. გიგა ყუფარაძემ ქულა მეორე ადგილზე გასულ მერი არაბიძესთან გაიყო, მესამე ადგილზე სოფიო გვეტაძე გავიდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ გოგონებს გაზაფხულის პირველ დღეს ვაჟების დამარცხება მიულოცა.

ასპარეზობა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. გათამაშებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და სხვადასხვა წლებში ქვეყნის ჩემპიონები ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, თორნიკე სანიკიძე, კოკა შანავა და დავით მაღალაშვილი თამაშობდნენ.