საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები ტაი-ბრეიქებში გამოვლინდებიან

03:01, 14.02.2019

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს 78-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ოთხშაბათს 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი პარტიები გაიმართა:

ლუკა პაიჭაძე-გიგა ყუფარაძე 1:0
ლევან ფანცულაია-დავით არუთინიანი 1:0

ორი ტურის შემდეგ, ორივე პარტიაში ანგარიში გათანაბრდა. დღეს, 12 საათზე ტაი-ბრეიქები გაიმართება და ფინალისტები გამოვლინდება.

მსგავსი